Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირას გამოსამშვიდობებელი წერილი იუვენტუსს

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სამი ხედირა ჰერტა ბერლინში გააგრძელებს კარიერას. 33 წლის ფეხბურთელი იუვენტუსს და მის ქომაგებს ინსტაგრამის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„ძვირფასო იუვენტუნოებო,

„მინდა მთელი გულით მადლობა გითხრათ! მე ტურინში ძალიან ლამაზი და რაც მთავარია წარმატებული პერიოდი გავატარე. როგორც გუნდმა, ჩვენ მოვიგეთ 5 სერია ა 5 წელიწადში, ჩვენ მოვიგეთ 3 კოპა და 1 სუპერ თასი. ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი.

„ჩემთვის ყოველთვის უდიდესი პატივი იყო ამ მაისურის ტარება და იუვეში გატარებული პერიოდი ყოველთვის მემახსოვრება.

„ადამიანები ამ გუნდს განსაკუთრებულს ხდიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესანიშნავ თანაგუნდელებთან ერთად არაჩვეულებრივი ადამიანები და მეგობრები გავიცანი.

„მომავალსი წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ ზედიზედ 10 იქნება ! ეს მართლაც გამორჩეული მიღწევა იქნებოდა! ყოველთვის, Forza Juve.”