Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირას მსურველი გამოუჩნდა

იუვენტუსი ძირითადი შემადგენლობიდან 5-6 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს და ერთ-ერთი მათგანის გაფორმებით ვესტ ჰემი არის დაინტერესებული.

საქმე 33 წლის სამი ხედირას ეხება, რომელიც ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მზად არის, რომ გერმანელი ფეხბურთელი გუნდიდან სრულიად უსასყიდლოდ გაუშვას.

გადაწყვეტილებას საკუთარი მომავლის შესახებ  თავად ხედირა მიიღებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაქუჩებმა ფეხბურთელს 6 მილიონი ევრო შესთავაზონ, რასაც მსოფლიო ჩემპიონი იუვენტუსში იღებს და დათანხმდება თუ არა ხედირა ხელფასის შემცირებას, ამას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიხილავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.