Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირა:“ იანვარში გუნდის შეცვლას არ ვაპირებ“

იუვენტუსი სამი ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა გერმანელი ფეხბურთელი ტურინში კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს დარჩენას.

„თუ შენ იმის შანსი არ გეძლევა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი უშუალოდ მატჩში გამოავლინო, მაშინ შენ ამას ვარჯიშზე აკეთებ და ახლა სწორედ ამით ვარ დაკავებული.

„როდესაც მე გუნდიდან წავალ, მინდა იუვეს გულშემატკივრებმა დამიმახსოვრონ, როგორც დიდი ფეხბურთელი. ახლანდელი სიტუაცია ანდრეა პირლოს გამო არ შექმნილა, მას განსხვავებული თამაშის ხედვა აქვს და ამ ამბის გამო არ ვბრაზდები.“

ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხედირას რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდი ეპატიჟება.

„თუ იმის შანსი იქნება, რომ მე კარიერა ინგლისში განვაგრძო, ამას დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, თუმცა შუა სეზონში იუვედან წასვლას არ ვაპირებ. მე პრემიერ ლიგის დიდი გულშემატკივარი ვარ. ანჩელოტისთან და მოურინიოსთან კონტაქტი მართლაც იყო, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.“