Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირა ინგლისში მიემგზავრება

იუვენტუსის ნახევარმცველმა სამი ხედირამ ინგლისში რეისი უკვე დაგეგმა და სავარაუდოდ ის კარლო ანჩელოტის ევერტონს შეუერთდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანელმა ფეხბურთელმა იუვენტუსს ინგლისში გაფრების და ევერტონთან კონტრაქტის ბოლო დეტალების შეთანხმების უფლება სთხოვა.

33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იუვენტუსში 2015 წელს, რეალიდან გადავიდა, ბებერი ქალბატონის მაისურით 145 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტი გუნდთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა სავარაუდოდ მხარეები კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ.