Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირა იუვედან წასვლას არ აპირებს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ხედირა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ ხელშეკრულებაში დარჩენილი 1 წლის ხელფასის ნახევარს სთავაზობს, თუმცა ხედირას სრული თანხის, 6 მილიონი ევროს მიღება უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.