Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ხედირა იუვედან წასვლას არ აპირებს

გონსალო იგუაინის და ბლეზ მატუიდის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ჯერი სამი ხედირაზე მივიდა და იუვენტუსს მასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, თუმცა უშედეგოდ…

33 წლის ფეხბურთელს იუვესთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მისი გაშვება უნდა, გერმანელი კონტრაქტის ამოწურვამდე გუნდში დარჩენას გეგმავს.

ხედირამ ბოლო 2 სეზონში ჯერ 17, შემდეგ კი 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით ის არც ერთი წინადადების განხილვას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ პირლოს გუნდში ადგილის მოპოვებას შეძლებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *