ხედირა იუვენტუსს ტოვებს
გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, რომელიც შემდგომში სხვადასხვა იტალიურმა წყაროებმაც დაადასტურეს, სამი ხედირა დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ჰერტა ბერლინის ფეხბურთელი გახდება.
33 წლის ფეხბურთელს გუნდში ადნრეა პირლოს მისვლის შემდეგ მოედანზე არც ერთი წუთი არ უთამაშია, ამიტომ მისი წასვლა ტურინიდან მოულოდნელი არავისთვის არ არის.
ხედირა იუვენტუსთან კონტრაქტს ორმაგი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს და გერმანულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.