Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ხედირა:“ პრემიერ ლიგაში თამაშზე ვოცნებობ“

Sky Sport Germany-სთან ინტერვიუში ხედირამ თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაში სურს.

„ჯერ კიდევ ბავშვობიდან პრემიერ ლიგაში თამაშზე ვოცნებობდი. ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა კარიერის დასრულებამდე იმედი მაქვს, რომ ინგლისში თამაშის საშუალება მომეცემა.

„ინგლისში გამორჩეული ატმოსფერო და ფეხბურთის თამაშის სტილია. მადრიდის რეალში მოურინიოსთან თამაშის ბედნიერება მქონდა და ინგლისში მის გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი.

„მან რომ დამირეკოს და ტოტენჰემში გადასვლა მთხოვოს, უარს ნამდვილად არ ვეტყვი, მაგრამ მის გარდა არის ანჩელოტი, შესანიშნავი პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს.“