Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ხესუს კორონას აგენტი მილანშია…

მილანი პორტუდან ხესუს კორონას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ფეხბურთელის აგენტი ცოტა ხნის წინ მილანში ჩაფრინდა, რომ როსონერისთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს და პროცესები დააჩქაროს.

პორტუ მილანის შეთავაზებულ 10 მილიონზე უარს აცხადებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, მაგრამ მექსიკელი გარემარბის კონტრაქტი პორტუგალიურ გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და თუ მათ ხესუსის უფასოდ დაკარგვა არ სურთ, მათ მილანის წინადადებაზე დათანხმება მოუწევთ.

პორტუმ კორონა აროუკასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ფეხბურთელის მილანში ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

ამასობაში კი ტიემუ ბაკაიოკომ მილანში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და როსონერი კიდევ ერთ ტრანსფერს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს.