Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ხეტაფეს უკანახაზელი მილანს უახლოვდება

ხეტაფეს ცენტრალური მცველის ერიკ კაბაკოს აგენტმა დაადასტურა, რომ მან მილანის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 26 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს კარგი შანსი აქვს იმისა, რომ როსონერის რიგებში გააგრძელოს კარიერა.

ფეხბურთელის აგენტმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას განუცხადა:

„მე ახლა მილანში ვიმყოფები, სადაც როსონერის წარმომადგენლებს ერიკ კაბაკოსთან დაკვშირებით კიდევ ერთხელ შევხვდები. ჩემს კლიენტს კარიერის მილანში გაგრძელების კარგი შანსი აქვს.“

ხეტაფეს უკანახაზელს დაცვის ცენტრალური ზონის გარდა მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც მას უფრო მიმზიდველ კანდიდატურას ხდის. როსონერის მისი გაფორმება დაახლოებით 3-4 მილიონი დაუჯდება.