ხოაკინ კორეას ტრანსფერში პსჟ დაწინაურდა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, არსენალის და ტოტენჰემის შემდეგ, ლაციოს შემტევის ხოაკინ კორეას გაფორმების სურვილი პსჟ-მაც გამოთქვა და პარიზელები უკვე ფავორიტებად მოიაზრებიან.
არგენტინელი ფეხბურთელი ლაციოს გეგმებში მაურიციო სარის მისვლის შემდეგ აღარ შედის, ამიტომ ბიანკოჩელესტის მისი გაყიდვა და მიღებული თანხით პრობლემური ზონების გაძლიერება სურს.
წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით პსჟ-ს ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია, მაგრამ პარიზელები სხვადასხვა ვარიანტს სწავლობენ და ინტერიდან აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, მთელს ყურადღებას კორეაზე გააკეთებენ.