Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯაკას რომაში ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება

რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, რომა არსენალიდან გრანიტ ჯაკას ტრანსფერს კვირის ბოლომდე შეათანხმებს.

Calciomercato-ს ცნობით, ჯალოროსის 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შეთანხმება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სურს და მეთოფეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჯაკას ტრანსფერი მოურინიოს პირადი მოთხოვნა იყო და დიდი ალბათობით ის ზაფხულის პირველი ტრანსფერი იქნება.