Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯაკას რომაში ტრანსფერი საფრთხის ქვეშ არის

უკვე რამდენიმე კვირაა, რომა ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით არსენალიდან გრანიტ ჯაკას ტრანსფერზე მუშაობს და ფეხბურთელთან საკმაოდ დიდი ხანია შეთანხმება მიღწეული აქვს, თუმცა გუნდებს შორის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ ხერხდება.

მეთოფეები 28 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ, ჯალოროსის კი მის სანაცვლოდ 15 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, რომა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე არსენალი დათმობაზე წავა, ამიტომ ჯერჯერობით წინადადების გაზრდას არ აპირებს.