Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯაკერინი:“ ვლაჰოვიჩი 100 მილიონზე მეტი ღირს“

იუვენტუსოს ყოფილი ფეხბურთელის ემანუელე ჯაკერინის აზრით, დუშან ვლაჰოვიჩი დღევანდელი ფასებით 100 მილიონი ევრო ღირს.

სერბმა ფეხბურთელმა გასულ ტურში მილანის კარში დუბლი შეასრულა და მას 2021 წელს უკვე 27 გოლი დაუგროვდა, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

„დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, დუშან ვლაჰოვიჩი მინიმუმ 100 მილიონი უნდა ღირდეს. ის რომ ინგლისში თამაშობდეს, ინგლისური გრანდები ამ თანხას დიდი სიამოვნებით გადაიხდიდნენ.

„ვლაჰოვიჩის ძლიერი მხარე მხოლოდ გოლები არ არის, ის ფიზიკურად ძლიერია, რომელიც გუნდისთვის ბევრს მუშაობს და აშკარაა, რომ განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.“