Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკომ ვარჯიში განაახლა

რომას ფორვარდმა ედინ ჯეკომ ვარჯიში განაახლა და შესაძლოა ევროპა ლიგაზე შახტარის წინააღმდეგ თამაში მოახერხოს.

34 წლის ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ხვალინდელ შეხვედრაში მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ჯეკოსთან ერთად, გუნდს როჯერ იბანესიც დაუბრუნდა, ფედერიკო ფაციო, ჯორდან ვერეტუ და ნიკოლო ძანიოლო კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობენ.