Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკომ თავისი შარშანდელი შედეგი უკვე გააუმჯობესა

სეზონის სტარტზე, ინტერიდან რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ნერაძური პირველი წრის შემდეგ უფრო მეტი გოლის გატანას მოახერხებდა, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდმა ეს შეძლო და ეს დიდწილად ედინ ჯეკოს დამსახურებაა.

ვეტერანმა ბოსნიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 18 მატჩი ჩაატარა, გასული მთლიანი სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა.

ჯეკომ 18 მატჩში უკვე 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მის ანგარიშზე 6 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.