Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკომ ინტერთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ედინ ჯეკომ ინტერთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და ნერაძური ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს.

35 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ინტერში გუშინ გაიარა და L’Interista-ს ცნობით, მან ბენეამატასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის წლიურად ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ბოსნიელი ფეხბურთელი ახალ გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას დიდი ალბათობით ხვალიდან შეუდგება.