Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკომ იუვენტუსში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ედინ ჯეკომ იუვენტუსში შესაძლო გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ყოველ წელს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე რომას ვტოვებ, თუმცა მე ჯერჯერობით ჯალოროსის ფეხბურთელი ვარ. ახლა სატრანსფერო მარკეტზე საუბრის დრო არ არის, მე კონცენტრირებული ნაკრებზე ვარ.

„კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის საშუალება 34 წლის ასაკში? მე მხოლოდ იმას გეტყვით< რომ 34 წლის ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი ფორმით ვამაყობ…“

შეგახსენებთ, რომ ხვალ ჯეკოს ბოსნია იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.