Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკომ კორონა ვირუსი დაამარცხა

ინტერის ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ დღეს კორონა ვირუსზე გეგმიური შემოწმება ჩაიტარა და საბედნიეროდ მისი პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა, ამიტომ ჯეკო გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას შეძლებს.

35 წლის ფეხბურთელს კორონა ვირუსი საშობაო პაუზის დროს დაუდასტურდა, რის გამოც მან ბოლონიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, თუმცა მატჩი საბოლოოდ მაინც არ გაიმართა და ინტერს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

ჯეკო ხვალიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს და ლაციოსთან მატჩისთვის, რომელიც კვირას არის ჩანიშნული, მზად იქნება.