Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკომ კორონა ვირუსი დაამარცხა

დღეს რომას ლაზარეთიდან ორი სასიამოვნო ამბავი გავრცელდა. პირველი ჯალოროსის კაპიტანს ეხება, რომელმაც დღეს ვირუსზე ტესტი გაიკეთა და საბედნიეროდ მან უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ კაპიტანი გუნდს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

მეორე კი ის გახლავთ, რომ ვარჯიში განაახლა კრის სმოლინგმა, რომელიც საჭმლისგან მოწამლული იყო და გუნდს ვერ ეხმარებოდა.