Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკომ რომაში კაპიტნის სამკლაური დაიბრუნა

დღეს რომამ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და სერია ბ-ში დაწინაურებულ ტერნანას 2 – 0 მოუგო, ამ შეხვედრაში კი გუნდის კაპიტანი ედინ ჯეკო გახლდათ.

ჯალოროსიმ პირველ მატჩში ადგილობრივ მონტეკატინის 10 – 0 სძლია, თუმცა ამჯერად უფრო დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და პერესი-კუმბულას გოლებით 2 – 0 იმარჯვა.

პირველ ტაიმში კაპიტნის სამკლაური ჯანლუკა მანჩინის ეკეთა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე გასვლის შემდეგ ის ედინ ჯეკომ გადაიბარა, რომელმაც სამკლაური გასულ სეზონში, ფონსეკასთან კონფლიქტის შემდეგ დაკარგა.