Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკოს აგენტმა ედინის სამსახური ინტერს და მილანს შესთავაზა

ედინ ჯეკოს რომასთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა პაულო ფონსეკასთან კონფლიქტის შემდეგ მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალია და სიტუაცია არც ჟოზე მოურინიოს მისვლამ შეცვალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა მზად არის ვეტერან ბოსნიელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტოს და უფასოდ გაუშვას, მისმა აგენტმა ალესანდრო ჯაკობონემ კი ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო და მისი სამსახური ინტერს და მილანს შესთავაზა.

ბოსნიელი რომაში სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს და ის მზად არის აღნიშნული ხელფასი გაინახევროს, ოღონდ თუ დაინტერესებული მხარე 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

გათიშვა