Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკოს დუბლი, რომლებიც 20 მილიონი ღირს…

სეზონის სტარტზე მას შემდეგ, რაც ინტერმა რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ ვეტერანი ედინ ჯეკოს გაფორმება გადაწყვიტა, ბევრი ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ბოსნიელმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად მას მოედანზე სხვაობის შექმნა ჯერ კიდევ შეუძლია.

ინტერმა ჯეკო რომადან სრულიად უფასოდ დაიმატა, თუმცა ნერაძურის სეზონის ბოლოს რომასთვის ბონუსის სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც გუნდის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით გააკეთებენ.

შახტარის კარში გატანილმა დუბლმა ინტერს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილი გაუნაღდა, რაც გუნდს დამატებით 20 მილიონი ევრო მოუტანა, რაც დღევანდელ ფეხბურთში შესაძლოა არც თუ ისე დიდი თანხაა, მაგრამ კრიზისში მყოფი ინტერისთვის ეს საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება…