Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკოს ინგლისში მსურველი გამოუჩნდა

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, ინტერის ვეტერან ფორვარდს ედინ ჯეკოს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბოსნიელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა გადარჩენისთვის მებრძოლ ნიუკასლს სურს, რომელიც ზამთარში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს.

ინგლისურ გუნდს ახალი მფლობელები ჰყავს და მათ ფინანსურ შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს, ამიტომ ნიუკასლს ინტერისრთვის საკმაოდ კარგი წინადადების გაკეთება შუეძლია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნერაძურიმ შუა სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორის გაშვება მოისურვოს.