Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკოს ინტერში გადასვლა სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა რომას ფორვარდთან ედინ ჯეკოსთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ბოსნიელი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობაც მიიღო.

ინტერმა რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ რომას ვეტერანი ფორვარდი გახლავთ, რომელიც ინტერთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იყო ახლოს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი მზად არის 35 წლის ფეხბურთელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სეზონში კი ხელფასის სახით 5 მილიონი გადაუხადოს და ჯეკო ამ პირობებს უკვე დათანხმდა, ახლა კი ნერაძურის რომას დათანხმება მოუწევს, რაც ჟოზე მოურინიოს გამო, რომელსაც ჯეკოს შენარჩუნება სურს, მარტივი არ აიქნება.