Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკოს ინტერში ტრანსფერის დეტალები…

ინტერმა როგორც რომასთან, ასევე ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია და ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერი მილანურ გრანდში მხოლოდ დროის საკითხია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერი რომას 35 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც ჯალოროსისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, 2 მილიონ ევროს გადაუხდის.

თავად ჯეკოს რაც შეეხება, ვეტერანი ფორვარდი ინტერთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წლიურად გასამრჯელოს სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.