Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკოს ინტერში ტრანსფერი ფერხდება…

ინტერმა ედინ ჯეკოს ტრანსფერზე შეთანხმებას როგორც თავად ფეხბურთელთან, ასევე რომასთანაც მიაღწია, თუმცა ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერი მაინც ფერხდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას სეზონის სტარტის წინ ფორვარდის გარეშე დარჩენა არ სურს და სანამ ჯეკოს ინტერში გაუშვებს, მისი შემცვლელის დამატება უნდა.

ჯალოროსიმ ჯეკოს შემცვლელს უკვე მიაგნო და ჩელსისთან ტამი აბრაჰამის ტრანსფერზე შეთანხმებასაც კი მიაღწია, რომლის მიხედვითაც მგლები ლონდონელებს 23 წლის ფორვარდის სანაცვლოდ საერთი ჯამში 40 მილიონს გადაუხდიან, თუმცა თავად ფეხბურთელი ჯერჯერობით იტალიაში ტრანსფერის წინააღმდეგია.

SportItalia-ს ინფორმაციით, აბრაჰამს მშობლიური ქალაქის ლონდონის დატოვება არ სურს და იმედი აქვს, რომ კარიერას არსენალში გააგრძელებს, თუმცა მეთოფეები ჯერჯერობით მის ტრანსფერზე არ აქტიურობენ.