Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკოს მომავალი დღეს გაირკვევა

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ედინ ჯეკო გუნდიდს ხელმძღვანელობას დღეს შეხვდება და მხარეები ფეხბურთელის მომავალზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გამოცემის ინფორმაციით, რომას კაპიტანს ესმის, რომ იუვენტუსში გადასვლა მისი ბოლო შანსი იქნება, რომ იტალიაში ტიტულის მოგება მოახერხოს და ჩემპიონთა ლიგაზე  კიდევ ერთხელ იბრძოლოს.

იმ შემთხვევაში, თუ ჯეკო გუნდიდან წასვლის სურვილს დააფიქსირებს, რომა მას 15-20 მილიონ ევროდ გაყიდის და მის სანაცვლოდ ნაპოლიდან არკადიუშ მილიკის მიყვანას შეეცდება.

იუვენტუსის გარდა, ჯეკოს ტრანსფერით ინტერიც იყო დაინტერესებული, თუმცა ბოლო პერიოდში ნერაძურის ინტერესმა იკლო და ყველაზე რეალური კანდიდატი ბოსნიელი ფეხბურთელის გაფორმების იუვენტუსია.

Leave a Reply

Your email address will not be published.