Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო ვირუსზე კვლავ პოზიტიურია

სპორტული გამოცემა ANSA-ს მტკიცებით, ედინ ჯეკომ კორონა ვირუსის დამარცხება ვერ მოახერხა და პარმასთან მატჩს დიდი ალბათობით გამოტოვებს.

34 წლის ფეხბურთელს ვირუსი სანაკრებო პაუზამდე დაუდასტურდა და რომას იმედი ჰქონდა, რომ კაპიტანი გამოჯანმრთელებას სერია ა-ს განახლებამდე მოახერხებდა, მაგრამ როგორც ჩანს მომდევნო ტურში ჯალოროსის ჯეკოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.