Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო ინტერში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა და ინტერი ედინ ჯეკოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და ბოსნიელი ფეხბურთელი სავარაუდოდ სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის, რის შემდეგაც ნერაძურის რიგებში 2 სეზონს გაატარებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბოსნიელი ფეხბურთელი ხორვატიაში იმყოფება და ის რომასგან მწვანე შუქის ანთებას ელოდება, რომ მილანში გაფრინდეს და ინტერს შეუერთდეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ინტერს ჯეკოს დამატება 2-3 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა ის ერთადერთი ფორვარდი არ იქნება, რომელსაც ბენეამატა ლუკაკუს წასვლის შემდეგ დაიმატებს.