Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო:“ ინტერში სწორედ ამის გამო ვარ…“

სასუოლოსთან მატჩის შემდეგ ედინ ჯეკომ, რომელიც მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო, გოლი გაიტანა და გუნდს 11-მეტრიანი მოუტანა, კომენტარი გააკეთა.

„სასუოლომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და ჩვენ დიდი პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა საბედნიეროდ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გუნდის დახმარება მოვახერხეთ. ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ცოტა დაღლილებიც ვართ, მაგრამ მოედანზე თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, რომ ბოლომდე დაიხარჯოს.

„ჩემპიონთა ლიგაზე გოლების ნაკლებობა ? ეს უბრალოდ დამთხვევაა, ჩვენ შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოვიყენოთ და ამას მომდევნო მატჩებში აუცილებლად გავაკეთებთ.

„ჩემი გავლენა მატჩზე ? ინტერში მე სწორედ ამიტომ ვარ. მე ჩემი ძლიერი მხარეები კარგად ვიცი და ვცდილობ, რომ მათი გამოყენებით გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

„სკუდეტო ? ამაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. ჩვენ თითოეულ მატჩს მაქსიმალური მოტივაციით და მონდომებით უნდა შევხვდეთ და საბოლოო შედეგს სეზონის ბოლოს ვიხილავთ.“