Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო იტალიაში ნაადრევად ბრუნდება

ბოსნიის ნაკრების და ინტერის ფეხბურთელი ედინ ჯეკო ტრავმის გამო იტალიაში ნაადრევად ბრუნდება.

ჯეკომ დაზიანება მილანური დერბის მსვლელობისას მიიღო, თუმცა ის ბოსნიაში მაინც გაემგზავრა და იმედი ჰქონდა, რომ ნაკრების დახმარებას მოახერხებდა, მაგრამ მან ვერც ფინეთთან ითამაშა და ახლა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერც უკრაინასთან დაეხმარება და იტალიაშ ნაადრევად დაბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად რთულია მისი დაზიანება და მოახერხებს თუ არა სერია ა-ს მომდევნო ტურში ინტერის დახმარებას.