Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო იუვეში, მილიკი რომაში…

იტალიურ მედიაში ერთბაშად რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუვენტუსი ჯეკოს ტრანსფერზე კვლავ ამოქმედდა.

ტურინელებისთვის სასურველ კანდიდატად სუარესი რჩება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ურუგვაელის ტრანსფერი შეფერხდა, პირლოს კი ცენტრალური თავდამსხმელის ხილვა სეზონის დაწყებამდე სურს, იუვე რომას კაპიტანს მიუბრუნდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, რომა და ნაპოლი არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ჯალოროსი პარტენოპეის 25 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდგომში კი ბონუსების სახით 5 მილიონს დაუმატებს, პოლონელი ფეხბურთელის რომაში ტრანსფერი კი ჯეკოს იუვენტუსში გადასვლას უწყობს ხელს.

წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ შესაძლოა ჯეკოს გაფორმების მიუხედავად ტურინელებმა სუილს სუარესის დამატებაზე უარი არ თქვან…

Leave a Reply

Your email address will not be published.