Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო იუვეში, მილიკი რომაში?

იტალიაში ერთდროულად რამდენიმე გამოცემა ადასტურებს, რომ იუვენტუსმა ედინ ჯეკოს გაფორმება საბოლოოდ გადაწყვიტა და ჯერჯერობით სხვა ვარიანტებზე მუშაობას თავი დაანება.

Tuttosport-ის და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, იუვემ ჯეკოს თანხმობა უკვე მიიღო და მისი მისვლის წინააღმდეგი არც კრიშტიანუ რონალდუ არ არის.

ანდრეა პირლოს კლასიკური, ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელი სურს, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს და პაულო დიბალას ან კულულევსკის გაუწევს პარტნიორობას.

იუვენტუსი ბოსნიელ ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სეზონში კი 5 მილიონ ევროს გადაუხდის, რომელსაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

ჯალოროსი ჯეკოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და თუ მან წასვლის სურვილი ღიად დააფიქსირა, ჯალოროსი არკადიუშ მილიკის გაფორმებას შეეცდება, რომელიც ნაპოლის ტოვებს და ახალი გუნდის ძიებაშია.

Leave a Reply

Your email address will not be published.