Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო იუვეში სათამაშოდ მზად არის

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ედინ ჯეკომ იუვენტუსს საბოლოო თანხმობა განუცხადა და მზად არის, ბიანკონერის რიგებში გააგრძელოს.

იუვენტუსმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ბოსნიელი ფორვარდი ზებრებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხელფასის სახით კი 6-6.5 მილიონ ევროს მიიღებს.

რომა 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იუვემ ამ თანხის შესამცირებლად ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს.

ჯეკო რომაში 2015 წელს, მანჩესტერ სიტიდან გადავიდა და 222 მატჩში 106 გოლის გატანა მოახერხა. ის გუნდის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა მე-4 ადგილს იკავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.