Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო – კინის დუეტი იუვესთვის შეუტევს

იუვენტუსი რომადან 12 მილიონად ედინ ჯეკოს გაფორმებას ცდილობს და პარალელურად ევერტონთან მოიზე კინი – აარონ რემსის ბარტერზე მუშაობს.

იუვენტუსმა რომასთან ჯეკოს ტრანსფერზე ყველა დეტალი შეათანხმა და გუნდები, ჯეკო და მილიკი იუვენტუსიდან გონსალო იგუაინის წასვლას ელიან, რომ ტურინელებმა ედინის ტრანსფერი დაასრულონ.

კინი კი, რომელიც იუვენტუსის აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში 27.5 მილიონად გაიყიდა, პირლოს კიდევ ერთი მოთხოვნაა, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერის ფორმულა გატკვეული არ არის.

La Repubblica-ს მტკიცებით, იუვე კინს 2-წლიანი იჯარით აიყვანს, შემდეგ კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კი იუვე მის სანაცვლოდ ტრანსფერში რემსის ჩართვას აპირებს და კინის შეძენა ახლავე სურს.

ანჩელოტი რემსის მისვლას მიესალმება, თუმცა პრობლემა უელსელი ფეხბურთელის ანაზღაურებაა, რომელიც სეზონში 7 მილიონ ევროს იღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.