Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო:“ მანჩესტერის დამარცხება შეგვიძლია“

ედინ ჯეკომ აიაქსთან მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯალოროსის მანჩესტერის დამარცებაც შეუძლია.

„აიაქსი ძალიან ძლიერი გუნდია და ორივე თამაშში საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ რომამ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, გუნდურად ითამაშა და საბოლოო ჯამში ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა.

„შეგვიძლია თუ არა მანჩესტერის დამარცხება ? ჩვენ ევროპა ლიგაზე 14-დან 12 მატჩი მოვიგეთ და ნახევარფინალში ვართ, ამიტომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

„ჩვენ საკმაოდ რთული გზა გამოვიარეთ და წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა გველოდება, მაგრამ რომა დიდი გუნდია და ასეთი წინაღობა ჩვენ არ გვაშინებს.“

ეს ჯეკოსთვის საკმაოდ რთული სეზონია, რადგან ფონსეკასთან კონფლიქტის შემდეგ მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

„ეს ჩემთვის რომაში გატარებული მე-6 სეზონია და ამ პერიოდის განმავობაში მე ბევრი კარგი და შედარებით რთული პერიოდი გამოვიარე. ეს სეზონი ჩემთვის პერსონალური პრობლემების გამო საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ რაც მოხდა მოხდა, მე წარსულზე ფიქრი არ მიყვარს და მომავალზე ვაკეთებ აქცენტს.

„გუნდში ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც ნახევარფინალურ მატჩს პირველად ითამაშებს, ამიტომ ამით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომას კაპიტნის სამკლაურის ტარება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, მაგრამ მე არა სამკლაურისთვის, არამედ გუნდისთვის ვთამაშობ და მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.

„ჩვენ წინ როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპა ლიგაზე ურთულესი მატჩები გველოდება და ჩვენი მიზნების მისაღწევად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.“