Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო მილანში ნაადრევად ბრუნდება

ინტერის ბოსნიელი ფეხბურთელი ედინ ჯეკო, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის გასული ტური გამოტოვა, ნაკრების დახმარებას ვერც ბოლო შეხვედრაში მოახერხებს და ის მილანში დღეს დაბრუნდება.

ვეტერანმა ფორვარდმა დაზიანება მილანური დერბის მსვლელობისას მიიღო და ამის მიუხედავად ბოსნიამ ის ნაკრებში მაინც გამოიძახა, მაგრამ როგორც ჩანს მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ფეხბურთელმა თამაში ვერ მოახერხა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ჯეკო მილანში დღეს დაბრუნდება, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს ის ვარჯიშის განახლებას.