Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო პირლოს სიის სათავეშია

ანდრეა პირლო იუვენტუსის შეტევის გაძლიერებას ცდილობს და ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, მაესტროს სასურველი ფეხბურთელების სიაში რომას ედინ ჯეკო პირველ ადგილზეა.

ბოსნიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 19 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და პირლოს სჯერა, რომ ის რონალდუს შესანიშნავ პარტნიორობას გაუწევს.

ჯალოროსის ახალი მფლობელები ედინ ჯეკოს გაშვებას არ აპირებენ, თუმცა თუ ფეხბურთელმა წასვლის სურვილი დააფიქსირა, გამორიცხული არაფერია.

ბოლო პერიოდში არკადიუს მილიკის რომაში შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება და ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, იუვენტუსს ჯეკოს შეძენის შანსი მხოლოდ მილიკის რომაში მისვლის შემთხვევაში გაუჩნდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.