Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯეკო რომასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ედინ ჯეკო რომას დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბოსნიელი გუნდში დარჩა და Coriere dello Sport-ის ინფორმაციით, ის ჯალოროსის ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

34 წლის ფეხბურთელი რომას რიგებში 2015 წლიდან გამოდის და მან გუნდთან 2019 წელს კონტრაქტი ერთხელ უკვე გაახანგრძლივა.

მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაში 2022 წლის ივნისამდეა და თუ ჯეკო ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, დიდი ალბათობით ის კარიერას ჯალოროსის შემადგენლობაში დაასრულებს.

ჯეკოს ანგარიშზე რომას რიგებში ჩატარებულ 224 მატჩში 106 გოლია.