Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯეკო:“ რომას ქომაგი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ ინტერის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ…“

ინტერის ფორვარდის ედინ ჯეკოს თქმით, ის რომას სეზონში 36 მატჩში უქომაგებს, მაგრამ როდესაც მგლებს ნერაძურის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, თავისი გუნდის გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ბევრი ამბობს, რომ მე ზედმეტად ბებერი ვარ და ინტერში სათამაშოდ მზად არ ვარ, მაგრამ მე ბევრ ლაპარაკს მირჩევნია ჩემი სათქმელი მოედანზე ვთქვა.

„მე მხოლოდ ჩემს თამაშზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, კრიტიკა კი კარიერის განმავლობაში ყველა ფეხბურთელის თანმხლებია და მას ყურადღებას არ ვაქცევ.

„რამდენ გოლს გავიტან ? ჩემი ნება რომ იყოს, ყველა მატჩში გოლს გავიტანდი, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია. წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენი გოლით დავასრულებ სეზონს, შეუძლებელია, მე უბრალოდ მსურს ინტერთან ერთად წარმატებას მივაღწიო. გუნდური წარმატება ინდივიდუალურზე ბევრად მნიშვნელოვანია.“

ჯეკომ რომას რიგებში ჩატარებულ 260 მატჩში 119 გოლის გატანა მოახერხა.

„მე ჯალოროსის წარმატებებს ვუსურვებ. მათი ქომაგი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები და სეზონში 36 მატჩში ვუგულშემატკივრებ, მაგრამ არა ინტერის წინააღმდეგ.“