Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯენარო გატუზოს მატჩის წინა პრესკონფერენცია

მაურიციო სარის შემდეგ,ფინალის წინ კონფერენცია ჯენარო გატუზომაც გამართა.Coppa Italia-ს ფინალური შეხვედრა ხვალ,23:00 საათზე დაიწყება.

ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემთხვევაში,გუნდები დამატებით დროს არ ითამაშებენ და პირდაპირ პენალტებს დაარტყამენ.

„იუვენტუსთან შესახვედრად კარგი დრო არასდროს არის,ყოველთვის მზად ყოფნა და ბოლომდე თამაში მათ სისხლში აქვთ.

„ამდენ წლიანი დომინაციის შემდეგ,მათ თავიანთი ძლიერი მენტალიტეტი ჩამოუყალიბდათ,თუმცა ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს და საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ.

„სარი შესანიშნავი სპეციალისტია.მე ბევრჯერ მითქვამს,და კვლავ გავიმეორებ,რომ მისი ტაქტიკა ხშირად მიხმარია და კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებ,ეს სამარცხვინო სულაც არ არის.

„უამრავი ვიდეო ვნახე,თუ როგორი მოწესრიგებულია მისი დაცვა და როგორ დანერგა სარიმ იტალიაში მეტი პასის და ბურთის მოძრაობის სისტემა.


დღეს დილით გატუზომ ვარჯიშიდან ლოზანო გააგდო და ჟურნალისტებმა ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა.

„ყველა,ვინც დაღლილია,ვისაც მენტალობა ხელს არ უწყობს,ან უბრალოდ არ უნდა ვარჯიში,შეუძლია გასახდელში დარჩეს და სავარჯიშო სესია გამოტოვოს.

„ჩემმა ფეხბურთელებმა იციან,რომ თუ ისინი სავარჯიშო მოედანზე ჩემთან ერთად გამოვლენ,ისინი ბოლომდე უნდა დაიხარჯონ,არავის მივცემ იმის უფლებას,რომ სავარჯიშო პროცესი შეაფერხოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.