Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯენოას კიდევ ერთი ტალანტი იუვენტუსის რადარზე

იუვენტუსი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, მათ სიაში ჯენოას კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანდრეა კამბიასო მოხვდა.

ტურინელები უკვე დიდი ხანია მარცხენა მცველის ძიებაში არიან და TuttoJuve-ს ცნობით, ბიანკონერი ჯენოას 21 წლის იტალიელ უკანახაზელს ანდრეა კამბიასოს სერიოზულად განიხილავს.

კამბიასო ჯენოაში მიმდინარე სეზონის სტარტზე, ემპოლიდან დაბრუნდა, სადაც იჯარის წესით ასპარეზობდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი გენუელების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და 12 მატჩში 1 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.