Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯენოას 11 ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯენოას 13 წევრს, მათ შორის 11 ფეხბურთელს, კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და ექვსმა მათგანმა ნაპოლისთან მატჩში მიიღო მონაწილეობა…

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნაპოლის ფეხბურთელებს ვირუსზე ტესტი უკვე უტარდებათ და შედეგებს გავრცელებისთანავე შემოგთავაზებთ.

მატჩი ჯენოასა და ტორინოს შორის, რომელიც 3 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, დიდი ალბათობით გადაიდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელის იუვენტუსი – ნაპოლის დაპირისპირებას, რომელიც 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა სერია ა-ს ხელმძღვანელები სკუდეტოს გამარჯვებულის პლეი-ოფის სისტემით გამოვლენაზე უკვე ალაპრაკდნენ…