Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯენოაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ გაიზარდა

ჯენოამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუშინდელი ტესტების შემდეგ კორონა ვირუსი კიდევ 3 ფეხბურთელს, დავიდე ბირაშის, დომენიკო კრისკიტოს და დარიან მალესს დაუდასტურდათ.

საერთო ჯამში ვირუსი ჯენოას 23 წევრს აქვს, მათ შორის 17 ფეხბურთელია.

ჯენოას ბოლო მეტოქე ნაპოლი ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება, სადაც პარტენოპეი იუვენტუსს ესტუმრება, თუმცა პირველ რიგში მათ განმეორებითი ტესტების ჩატარება მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ერთ-ერთ ფეხბურთელს – ზელინსკის ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.