Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯენოა იუვენტუსის კიპერის დაბრუნების იმედს არ კარგავს

მატია პერინი, რომელმაც გასული სეზონი ჯენოას რიგებში იჯარის წესით გაატარა, ტურინში დაბრუნდა და იუვენტუსი მომდევნო სეზონში მას ბუფონის შემცვლელად, ანუ მეორე კიპერის პოზიციაზე განიხილავს, მაგრამ გენუელები იტალიელი კიპერის დაბრუნებაზე მუშაობენ.

28 წლის ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სანაცვლოდ ჯენოასგან 10 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც გენუელებს არ სურთ.

იუვენტუსსა და ჯენოას შორის ბოლო წლებში არაერთი ტრანსფერი და ბარტერი განხორციელდა და გუნდებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ჯენოამ პერინის სანაცვლოდ იუვეს რომელიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი შესთავაზოს.