Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯენოა მილანის 2 ფეხბურთელით ინტერესდება

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა როსონერი უკვე ძალიან აქტიურობს და შემადგენლობის გაძლიერებასთან ერთად, არასასურველი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას ცდილობს.

მილანი და მოსკოვის დინამო დიეგო ლაქსალტის ტრანსფერზე ფაქტობრივად შეთანხმდნენ და ახლა როსონერი ანდრეა კონტის და მატია კალდარას მსურველების ძებნას შეუდგა, რომლებიც პარმაში და ატალანტაში იჯარის წესით ასპარეზობდნენ, თუმცა გუნდებმა მათი გამოსყიდვა არ ისურვეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანის უკანახაზელების ტრანსფერის სურვილი ჯენოამ გამოთქვა, თუმცა კალდარას გენუელების გარდა ვერონა და კალიარიც ეპატიჟებიან.

მილანს აღნიშნული დუოს გაყიდვით 15 მილიონის გამომუშავება და მიღებული თანხით შემადგენლობის გაძლიერება სურს.