Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჯენოა – ტორინო გადაიდო

ჯენოა – ტორინოს მატჩი, რომელიც 3 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გადაიდო.

გასულ ტურში ნაპოლისთან გამართული მატჩის შემდეგ ჯენოას 14 წევრს, მათ შორის 11 ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და სერია ა-ს წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, მატჩი გაურკვეველი ვადით გადაედოთ.

შემდგომში, თუ გენუელები მინიმუმ 13-კაციანი განაცხადის გაკეთებას ვერ მოახერხებენ, მათ ავტომატურად 3 – 0 წაგება ჩაეწერებათ.