Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯენტილე:“ მილანი, ინტერი და ნაპოლი ერთ დონეზე არიან“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლაუდიო ჯენტილემ სკუდეტოსთვის მიმდინარე ბრძოლაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ცხრილის სათავეში მყოფი 3 გუნდი კონკურენტებთან შედარებით ერთი თავით მაღლა არიან.

„ინტერი, მილანი და ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლას სეზონის ბოლომდე გააგრძელებენ, სხვებს კი ევროპული საგზურების მოპოვებით მოუწევთ დაკმაყოფილება.

„არის თუ არა ნაპოლი მთავარი ფავორიტი ? მათ შესანიშნავი პერიოდი აქვთ, მაგრამ სეზონი გრძელია და ვერავინ იტყვის, თუ რა მოხდება.“