Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჯილარდინო:“ ვლაჰოვიჩი გრანდში თამაშისთვის მზად არის“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალბერტო ჯილარდინომ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი თანამედროვე სტილის ფორვარდია, რომელსაც ბურთის შენარჩუნება შეუძლია, კარგი დარტყმა აქვს, თამაშობს ორივე ფეხით, ფიზიკურად არის ძლიერი და არც შავი სამუშაოს შესრულებას ერიდება.

„ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და თავისი პოტენციალი სრულად არ გამოუვლენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დუშანი გრანდში სათამაშოდ მზად არის. მას თითოეულ მატჩში ძლიერი მენტალობა და ბრძოლის სურვილი ეტყობა, რაც დიდ გუნდში ფეხის მოკიდება რთული იქნებოდა.“